ka | en
ავტორიზაცია
ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის (ეპრ) გამოყენება ბიოლოგიასა და მედიცინაში
ავტორი: ედუარდ ჩიკვაიძეანოტაცია:
თავისუფალი რადიკალები-დიდი აქტივობის მქონე ნაწილაკები, განუწყვეტლივ წარმოიქმნებიან ცოცხალ ორგანიზმებში სხვადასხვა მეტაბოლური პროცესების შედეგად. ისინი შეიძლება გაჩნდნენ ცოცხალ ორგანიზმებში გარეშე ზემოქმედების შედეგადაც,როგორიცაა ულტრაიისფერი გამოსხივება, მაიონიზირებელი რადიაცია და სხვა.,ზოგჯერ დღის სინათლის ზემოქმედებითაც (ფოტოსენსიბილიზაცია) . თავისუფალი რადიკალები აზიანებენ ცილებს, ფერმენტებს, ნუკლეინის მჟავეებს, იწვევენ ლიპიდების ზეჟანგვას, რაც საბოლოოდ იწვევს ორგანიზმის დაღუპვას. თავისუფალი რადიკალების კვლევის პირდაპირ მეთოდს წარმოადგენს ეპრ მეთოდი, განსაკუთრებით მათი კვლევა სპინ-ხაფანგების საშუალებით, რაც იძლევა მათი შესწავლის საშუალებას ოთახის ტემპერატურაზე.