ka | en
Company Slogan TODO

საინვესტიციო პროექტების შერჩევის ამოცანა მერყევ ფაზი გარემოში

ავტორი: ირინა ხუციშვილი
საკვანძო სიტყვები: საინვესტიციო პროექტების შერჩევა, შენონის ენტროპია, მერყევი ფაზი TOPSIS მიდგომა, პროექტების რანჟირება.
ანოტაცია:

განიხილება საინვესტიციო პროექტების შერჩევის ამოცანა მერყევ ფაზი გარემოში. ამ ტიპის ამოცანები განეკუთვნება მრავალკრიტერიუმიანი ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების (MCGDM) ამოცანას. პროექტების შერჩევა ხდება შეწონილი კრიტერიუმების სიმრავლის მიხედვით საექსპერტო შეფასებების საფუძველზე, რომლებიც მოიცემა ექსპერტთა ჯგუფის მიერ ლიგვისტური თერმების სახით. ნაშრომში შემოთავაზებული გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი მეთოდოლოგია ეფუძნება TOPSIS (დალაგების ტექნიკა იდეალურ გადაწყვეტილებასთან მსგავ¬სების მიხედვით) მიდგომას მერყევ ფაზი გარემოში. განიხილება შემთხვევა, როდესაც კრიტერიუმების წონები უცნობია. წონების შეფასება კეთდება შენონის ენტროპიის გამოყენებით, განზოგადებული მერყევი ფაზი–სიმრავლისთვის. ალტერნატივების რანჟირება კეთდება როგორც ე.წ. ფაზი–დადებით იდეალურ (FPIS), ისე ფაზი–უარყოფით იდეალურ (FNIS) გადაწყვეტილებებთან მანძილის სიახლოვის მიხედვით. შემოთავაზებულ მეთოდოლოგიაში გამოიყენება შეწონილი ჰემინგის მანძილი მერყევი ფაზი–სიმრავლის კონტექსტში. განვითარებული მერყევი ფაზი–TOPSIS მეთოდის ილუსტრირების მიზნით ნაშრომში განიხილება ალტერნატივების (პროექტების) რანჟირების მაგალითი.


მიმაგრებული ფაილები:

საინვესტიციო პროექტების შერჩევის ამოცანა მერყევ ფაზი გარემოში [ka]
Investment Projects Selection Problem in the Hesitant Fuzzy Environment [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com