ავტორიზაცია
ბიომექანიკურ პარამეტრებზე სპორტსმენის წონის ცვლილების გავლენის განსაზღვრა სპორტული შედეგის დაგეგმვაში
ავტორი: მანანა ხაჩიძეთანაავტორები: დავით ხაჩიძე
საკვანძო სიტყვები: ბიომექანიკური პარამეტრები, სპორტული შედეგი, მოდელი
ანოტაცია:
განიხილება სპორტსმენის, კერძოდ მოჭიდავის (ბერძნულ-რომაული, თავისუფალი, სამბო, ძიუდო) ბიომექანიკურ პარამენტრბზე წონის ცვლილების გავლენა. სპორტის ამ სახეობისათვის ძირითადად გამოიყოფა სამი ძირითადი ბიომექანიკური პატერნი: სახსრების სიჩქარე, სახსრების პოზიცია და სეგმენტების კუთხური სიჩქარე ( joints velocity, joints position, and segments angular velocity). ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სპორტსმენის ბიომექანიკურ სტრუქტურაზე და მოძრაობის ენერგიის „ღირებულებაზე“ გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალური ანთროპომეტრული (სიმაღლე, წონა, სხეულის პროპორციები), ასევე ინდივიდუალური ფსიქოფიზიოლოგიური ფაქტორები. ყოველივე ამ პარამეტრების ფორმალიზების საუძველზე შემუშავებული მოდელის საშუალებით და ამ მოდელში რეალური სპორტსმენების მონაცემების ჩასმით, შესაძლებელია განისაზღვროს კონკრეტული სპორტსმენის შედეგი მისი ადრინდელი და წონის ცვლილების შედეგად ჩამოყალიბებული ბიომექანიკური პარამერტრების საფუძველზე.