ავტორიზაცია
ამხსნელი ხელოვნური ინტელექტი- eXAI: გამოყენებები
ავტორი: პაპუნა ქარჩავათანაავტორები: გელა ბესიაშვილი, პაპუნა ქარჩავა
საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება, ამხსნელი ხელოვნური ინტელექტი-eXAI, HCI
ანოტაცია:
ამხსნელი ხელოვნური ინტელექტის მიზანია პასუხი გასცეს კითხვას, როგორ იღებს თავის ‘’გონიერ“ გადაწყვეტილებებს ინტელექტუალური სისტემა. შეძლოს გასაგები გახდეს მანქანური სწავლების კარგად ცნობილი ე.წ. „შავი ყუთის“ ფუნქციონირება ინჟინრებისა და მომხმარებლებისათვის. ამ ამოცანის გადასაწყვეტად იქმნება ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების „აზროვნების“ შემსწავლელი , ამხსნელი და მაინტერპრეტირებელი (ინტერპრეტირებადი), სპეციალური ახსნა განმარტებითი მოდულები, რომელთა საშუალებითაც გასაგები გახდება, რატომ მიიღო მოდელმა ასეთი (განსაზღვრული )გადაწყვეტილება. ამასთანავე ეს ინფორმაცია შეიძლება მომავალში გამოყენებული იქნას მანქანური სწავლების მოდელების მუშაობის გასაუმჯობესებლად, ადაპტაციისათვის. ახალი მეთოდის გამოყენების არეალია, ბიზნესი, ინდუსტრია, მედიცინა...სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებენ და კონკურენცია ძალიან მაღალია, Google, Microsoft, IBM,…