ავტორიზაცია
,,კალციუმიანი ნანონაწილაკების კალორიმეტრიული კვლევა’’
ავტორი: ქეთევან თევზაძეანოტაცია:
კალციუმისა და ლიპიდებს შორის შესაძლო ურთიერთქმედების შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს კალციუმიანი წამლის გადამტანი ნანონაწილაკების კომპლექსების კვლევებისთვის. კომპლექსური ლიპოსომები შექმნილი იქნა ბიოფიზიკის კათედრაზე შექმნილი ახალი ტექნოლოოგიით. დამზადებული იქნა DPPC ლიპიდებისაგან კომპლექსური ლიპოსომები და შევისწავლეთ მათი თერმოდინამიკური თვისებები. კალორიმეტრულ კვლევებში დავადგინეთ, რომ ამ კომპლექსების ფაზური გადასვლის ტემპერატურა 420 C-ის მახლობლობაშია. ნაჩვენები იქნა რომ კალციუმიანი ნანონაწილაკების წარმოქმნაში მონაწილეობას იღებს როგორც ჰიდროფობული, ისე ჰიდროფილური კავშირები. ჩვენთვის საინტერესო იყო ჰიდროფილური კავშირები, რომელიც წარმოდგენელია წყალბადური ბმებით. ვაჩვენეთ, რომ ეს წყალბადური ბმები წარმოიქმნება ფოსფოლიპიდის თავაკებს შორის და ძირითადი მონაწილე არის ფოსფატის მჟავის ნაშთში არსებული ჟანგბადის ატომები. გარდა ამისა კალციუმიანი ნანონაწილაკების კომპლექსებს შორის წარმოქმნილი წყალბადური ბმების გაწყვეტისას შთანთქმის სითბოს რაოდენობის საფუძველზეც შეიძლება დავასკვნათ,რომ DPPC ლიპიდების თავში არსებული წყალბადის ატომები წარმოქმნიან წყალბადურ კავშირს ფოსფატის P=O და P-O ჯგუფებს შორის. კალორიმეტრის მიერ გაზომილი სითბოს შთანთქმის ენერგია არის იმ რიგის, რომელიც მიიღება ჩვენს მიერ მითითებული წყალბადური კავშირების გაწყვეტისას. ამით ვასკვნით, რომ ჩვენს მიერ მოყვანილი მიდგომა ლიპიდებიდან ლიპოსომების წარმოქმნის მოდელი სწორია. რაც შეეხება კალციუმის ატომებს - გამომდინარე იქიდან რომ იგი არის წარმოდგენილი დადებითი იონების სახით იგი დაუკავშირდება მხოლოდ უარყოფით იონებს ლიპოსომაში