ავტორიზაცია
მეორადი ნედლეულიდან მიღებული ადსორბენტები სასმელი წყლის გასაწმენდად
ავტორი: ნინო გიორგაძესაკვანძო სიტყვები: ადსორბენტი, მძიმე მეტალები, ადსორბცია, სასმელი წყალი, დაბინძურება
ანოტაცია:
წყლის დაბინძურება თანამედროვეობის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რაც ადამიანის საქმიანობითაა გამოწვეული. წყლის რესურსების დაცვა და რაციონალური გამოყენება, ბუნების დაცვის მსოფლიო კომპლექსური პრობლემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. სასმელი წყლის ხარისხი წარმოადგენს კაცობრიობის ძირითად ეკოლოგიურ პრობლემას, რომელიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მოხმარებული პროდუქტების ეკოლოგიურ სისუფთავეზე. ტოქსიკური და მავნე ნივთიერებებისგან სასმელი წყლის ადსორბციული გაწმენდის თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გვევლინება ახალი, იაფი და ეფექტური ადსორბენტების შექმნა.მოცემული სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში შემუშავებული ტექნოლოგიის მიხედვით სხვადასხვა პირობებში მეორადი ნედლეულიდან მიღებული ნახშირბადოვანი მასალების სორბციული თვისებების კვლევა და გამოყენების შესაძლებლობების დადგენა სასმელი წყლის გასასუფთავებლად.