ავტორიზაცია
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტი საქართველოს ახალი ციფრული რუკის შედგენის თაობაზე
ავტორი: ნინო ხარებავასაკვანძო სიტყვები: 3D, ციფრული რუკა, საქართველო, კარტოგრაფია
ანოტაცია:
ნაშრომში წარმოდგენილია ელექტრონული რუკის მნიშვნელობა, მისი მოთხოვნილება რამდენად დიდია, რა პოტენციალი გააჩნია დღეისათვის მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. ასევე განხილულა ციფრული რუკების შექმნის მოკლე ისტორია საქართველოში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამედროვე საქმიანობა ამ თვალსაზრისით. ნაშრომში წარმოჩენილია ციფრული რუკების შექმნის მეთოდები და ცალკეული პრობლემური ასპექტები. პირველი 3D ციფრული ვებრუკის შექმნა საქართველოში დაიწყო 2014 წელს. მასზე მუშაობა მიმდინარეობს დღესაც. მთავარი გამოწევევა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კარტოგრაფიული პროდუქტის შექმნაა. ეს იქნება BaseMap, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი ქნება 1:2000 მაშტაბის გეგმებისა და 1:10 000 მასშტაბის რუკების შედგენა. სამუშაოები ხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ, ნორვეგიელი და შვედი მთავრობების დახმარებით. მაგალითისთვის წარმოდგენილია ნორვეგიული ვებრუკა, მეტი თვალსაჩინოებისათვის. რაც მთავარია, რუკა განთავსდება საიტზე, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. 3D ციფრული ვებრუკა საქართველოში, პირველ რიგში, კარტოგრაფიის დარგის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მას დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ელექტრონული რუკები მეტ-ნაკლებად საჭიროა ყველა სამინისტროსა და სხვადასხვა საჯარო სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. სანავიგაციო მონაცემები ყველა ტიპის მომხმარებელს უადვილებს ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და ეხმარება დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევაში, მინიმალური დროის ან მინიმალური მანძილის კრიტერიუმების გათვალისწინებით. მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეთი მონაცემების არსებობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ისეთი სპეციფიკური უწყებების საქმიანობაში, როგორიცაა: სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სახანძრო, სამაშველო სამსახურები, პოლიცია და სხვა, ასევე, ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ამასთან იგი ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებას, საკუთრების რეგისტრაციის პროცესს, ელექტრონულ მმართველობას, გარემოს მდგრად განვითარებას.
მიმაგრებული ფაილები:
Project of National Agency of Public Registry about creating a new digital maps of Georgia [en]საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტი საქართველოს ახალი ციფრული რუკის შედგენის თაობაზე [ka]