ka | en
ავტორიზაცია
ჰარმონიული ანალიზის ძირითადი პრინციპები
ავტორი: გიორგი გოგნაძესაკვანძო სიტყვები: კალდერონისა და ზიგმუნდის დეკომპოზიცია, მაქსიმალური ფუნქცია, მარცინკევიჩის საინტერპოლაციო თეორემა
ანოტაცია:
ნადვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის მრავალი საკითხი დაკავშირებულია ინტეგრების და დიფერენცირების ოპერაციებთან. ამ მიმართულების ერთ-ერთ მნიშნელოვანი შედეგს წარმოადგენს ლებეგის თეორემა ინტეგრალის დიფერენცირებადობის შესახებ. ინტეგრალის გაწარმოება მოხერხებულია ჩავატაროთ მაქსიმალურ ფუნქციის ტერმინებში. თვითონ ტერმინი, მაქსიმალური ფუნქცია, წარმოიშვა ამ საკითხების კვლევის დროს და მისი თვისებები გამოიხატება სუსტი უტოლობებით. ასევე მნიშნელოვანია თეორემები დაფარვების შესახებ. ამ მეთოდს აღწერს კალდერონისა და ზიგმუნდის დეკომპოზიცია. ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენს მარცინკევიჩის საინტერპოლაციო თეორემა და ბანახის უწყვეტობის პრინციპი რომლის მეშვეობითაც ვამტკიცებთ მრავალ მნიშნელოვან დებულებას.
მიმაგრებული ფაილები:
ჰარმონიული ანალიზის ძირითადი პრინციპები [ka]