ავტორიზაცია
კავკასიონის კახეთის სეგმენტის მადნიანი მინერალიზაციის პოტენციალი
ავტორი: giorgi mindiashviliსაკვანძო სიტყვები: ნაოჭა სისტემა, რღვევა, ჰიდროთერმული შეცვლა
ანოტაცია:
ჩვენი ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის ათვისების ისტორიის და მასშტაბების გათვალისწინებით მომავალში რა თქნა უნდა გაძნელდება ახალი აღმოჩენები და სავარაუდოდ მათი რაოდენობაც. აღნიშნულიდან გამომდინარე შემდგომში აუცილებელია სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიების ოპტიმალური მეცნიერული მეთოდების შერჩევა, რომელიც დაფუძნებული იქნება კომპლექსურ კვლევებზე. ნაშრომში განხილულია კავკასიონის კახეთის სეგმენტის მაგალითზე მადნიანი მინერალიზაციის პოტენციალი. აღნიშნული სეგმენტი ძირითადად აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული და დამსხვრეული ქვედა იურული თიხა ფიქლებით, ქვიშაქვებით, მცირე რაოდენობით კარბონატული ქანებით და დაციტ-ანდეზიტ-ბაზალტური განფენებით, რომლებიც რელიეფში ქმნიან საერთო კავკასიური მიმართების, სამხრეთით გადმოწოლილ კახეთის ანტიკლინურ სტრუქტურას. ამ ტერიტორიაზე ცნობილია საერთო სუბგანედური მიმართების მრავალრიცხოვანი ჰიდროთერმულად შეცვლილი ზონები, რომელთა გეოლოგიური შესწავლის შედეგად შესაძლებელია მომავალში გამოვლინდეს სამრეწველო მნიშვნელობის საბადო.
მიმაგრებული ფაილები:
Ore Mineralization Potential of Kakhetian Segment of Caucasus [en]კავკასიონის კახეთის სეგმენტის მადნიანი მინერალიზაციის პოტენციალი [ka]