ავტორიზაცია
შავი ზღვის ეკოლოგია
ავტორი: ნონა ჯანაშვილისაკვანძო სიტყვები: შავი ზღვა, დაბინძურება, პლასტმასა
ანოტაცია:
შავი ზღვა ერთ-ერთი უდიდესი შიდაკონტინენტური ზღვაა. შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ზრდასთან ერთად მატულობს გარემოს დაბინძურების რისკი. ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ზღვაში შემავალ მდინარეებს თან მოაქვთ დიდი რაოდენობით ბიოგენური ნივთიერებები, სხვა და სხვა სახეობის ორგანული დამაბინძურებლები (ნავთობი დამისი პროდუქტები, პესტიციდები, ფენოლები, ფისებიდაა.შ.). საზღვაო-სატრანსპორტო მიმოსვლის ზრდაზღვის გარემოს დაბინძურების კიდევ ერთი ფაქტორია. ოკეანესთან შავი ზღვის წყლის შეზღუდული მიმოცვლა ხელს უშლის ზღვის გარემოში მოხვედრილი დამაბინძურებლების გატანას, რის შედეგადაც ძლიერდება აკუმულაციური პროცესები. აქედან გამომდინარე, შავი ზღვა ძლიერი ანთროპოგენული დატვირთვის ქვეშ იმყოფება. რეგიონის ქვეყნებისათვის გარემოსდაცვით საკითხებს შორის ზღვის ეკოლოგიური პრობლემების კვლევა ერთერთ პრიორიტეტად არის მიჩნეული, რასაც მოწმობს შავი ზღვის დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციები და შეთანხმებები, რომელთა წევრი საქართველოც არის.