ka | en
ავტორიზაცია
ინდოლშემცველი ჰეტეროციკლების ზოგიერთი ახალი ნაწარმის სინთეზი
ავტორი: იოსებ ჩიკვაიძეთანაავტორები: შ.სამსონია, დ.ყაჯრიშვილი, ნ.თარგამაძე, ლ.ბობოხიძე, ვ.ბადალაშვილი, ა.ცუცქირიძე
საკვანძო სიტყვები: ინდოლი, პიროლოინდოლი, ინდოლოქინოქსალინი
ანოტაცია:
სინთეზირებულია ინდოლის, 1H,6H-პიროლო[2,3-e]ინდოლისა და იზომერული პიროლოინდოლო[2,3-b]ქინოქსალინის ზოგიერთი ახალი ნაწარმი, კერძოდ: 7-ბრომ-5-მეთილ-2-ეთოქსიკარბონილინდოლი, მისი 3-ფორმილნაწარმი და შესაბამისი ჰიდრაზონები; 2-ეთოქსიკარბონილინდოლის და ზოგიერთი 2-არილინდოლის 3-ციანომეთილნაწარმები და შესაბამისი მონო- და დიკარბონმჟავები; 2-ეთოქსიკარბონილ-3-მეთილ-1H,8H-პიროლო[3,2-g]ინდოლ-6,7-დიონი და 3-მეთილ-2-ეთოქსიკარბონილ-1H,12H-პიროლო[3’,2’:6,7]ინდოლო[2,3-b]ქინოქსალინი; ჰიდროსაიზოლაციო მასალების მისაღებად ნავთობური, რეზინული და პოლიმერული ნარჩენების საფუძველზე დამზადებულია 10-ზე მეტი კომპოზიცია