ka | en
Company Slogan TODO

ბუნებრივი კონფლიქტებისა და რისკების შეფასება ლანდშაფტურ დაგეგმარებაში (სამეგრელოს რეგიონის მაგალითზე)

ავტორი: ლადო გრიგოლია
საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარება, ბუნებრივი კონფლიქტები, ბუნებრივი რისკები, ლანდშაფტური დაგეგმარება, კომპლექსური შეფასება.
ანოტაცია:

მდგრადი განვითარება, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთერთი გამოწვევა, უკავშირდება მიზნებს, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობების კეთილდღეობას. ამგვარ საქმიანობაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მდგრადი ეკოლოგიური ვითარების უზრუნველყოფას, რაშიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ეკოლოგიურად ორიენტირებული ტერიტორიული ანუ ლანდშაფტური დაგეგმარება. იგი სივრცითი განვითარების და დაგეგმარების ევროპული გამოცდილებაა, რაც განმტკიცებულია ევროპის ლანდშაფტური კონვენციით. ლანდშაფტური დაგეგმარების მნიშვნელობა მატულობს რეგიონული და ლოკალური ინფრასტრუქტურული, სამეურნეო და ეკოლოგიური პროექტების განხორციელებისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა თვალსაჩინოა ბუნებრივ გარემოზე შესაძლო ზემოქმედების პრობლემები. პროექტის ძირითადი მიზანია წარმოვაჩინოთ ბუნებრივი კონფლიქტებისა (კლიმატური, გეოდინამიური, ჰიდროგენული, ბიოგენური, ლანდშაფტურ- ეკოლოგიური) და მასთან დაკავშირებული რისკების (ეროზიული, დენუდაციური, გამოფიტვის, გარემოს დეგრადაციის, გაუდაბნოების და სხვ.) გეოგრაფიული თავისებურებანი, მათი კომლექსური შეფასების საფუძველზე მიღებული შედეგების თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა ლანდშაფტურ დაგეგმარებაში.


მიმაგრებული ფაილები:

სამეცნიერო კვლევითი პროექტი I [ka]
Assessment of Natural Conflicts and Risks in Landscape Planning (Samegrelo region example) [en]
ბუნებრივი კონფლიქტებისა და რისკების შეფასება ლანდშაფტურ დაგეგმარებაში (სამეგრელოს რეგიონის მაგალითზე) [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com