ka | en
Company Slogan TODO

Treg უჯრედების მოქმედება ფსორიაზის დროს

ავტორი: ნინო მაისურაძე
საკვანძო სიტყვები: ფსორიაზი, Treg უჯრედები, იმუნოპათოგენეზი
ანოტაცია:

ფსორიაზი კანის ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, სისტემური ხასიათისაა და ხშირად თან ახლავს გართულებები. დაავადებულია მოსახლეობის დაახლოებით 2% სწორედ ამიტომ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ T უჯრედულ დარღვევად მსოფლიოში. დაავადების მაპროვოცირებელია, როგორც გარემო ფაქტორები, ისე ინფექციური დაავადებები, წამლები და გენეტიკური განწყობა. სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა ფსორიაზის ავტოიმუნური ბუნება, ფსორიაზის პათოგენეზში საკვანძო როლს ასრულებენ დამხმარე T უჯრედების სხვადასხვა კლასები. მათ შორის აღსანიშნავია Th1 და Th17 უჯრედები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ კანის ანთებითი პროცესის ინიციაციისა და ამფლიპიკაციის ფაზაში, ასევე Th22 რეზიდენტი უჯრედები, რომლებიც მეხსიერების უჯრედების როლს თამაშობენ მორეციდივე ფსორიაზისას და Th9 უჯრედები, რომლებიც ასევე ჩართულია ამ პროცესში. ფსორიაზის მიმდინარე კვლევები უამრავი კითხვის ნიშანს აჩენს. არსებობს დაავადების განვითარებაში ჩართული პოტენციური გენების უზარმაზარი ასორტიმენტი და არანაკლები რაოდენობის ბიოლოგიურად აქტიური მოლეკულები (ქემოკინები, ციტოკინები, ანთების მედიატორები, სიგნალის ტრანსდუქციისა და ტრანსკრიპციის ფაქტორები). პათოგენეზის მექანიზმის ამოხსნისა და დაავადების საფუძვლიანად გაგების გარეშე შეუძლებელია ახალი თერაპიული საშუალებების დამზადება და მათი ოპტიმალური გამოყენება. ეს ნაშრომი მიზნად ისახავს დაავადების პათოგენეზთან დაკავშირებული მიმდინარე კონცეფციების განხილვას და ამ პროცესსი აქტიურად მონაწილე T რეგულატორი უჯრედების როლს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com