ka | en
Company Slogan TODO

გამოსხივების კვეთის განსაზღვრა O^+ იონების N_2 მოლეკულებთან დაჯახებისას, იონების 1-10კევ ენერგეტიკულ დიაპაზონში.

ავტორი: მალხაზ გოჩიტაშვილი
თანაავტორები: მალხაზ გოჩიტაშვილი, რამაზ ლომსაძე, რომან კეზერაშვილი, დავით ქუფარაშვილი, მიხეილ შულცი, ნუგზარ მოსულიშვილი , ოთარ თაბორიძე.
საკვანძო სიტყვები: გამოსხივების კვეთი, წრფივი პოლარიზაცია, მეტასტაბილური ნაწილაკები.
ანოტაცია:

მოცემულ სამუშაოში გაიზომა აზოტის მოლეკულური იონის პირველი უარყოფითი სისტემის (0,0) ზოლის გამოსხივების კვეთის ენერგეტიკული დამოკიდებულება ატომური ჟანგბადის იონის O^+ აზოტის მოლეკულასთან დაჯახების პროცესში. განისაზღვრა გამოსხივების წრფივი პოლარიზაციის ხარისხის ენერგეტიკული დამოკიდებულება O^+ (^4 S) იონებისათვის ძირითად ელექტრონულ მდგომარეობაში. შეფასებულ იქნა (0,0) ზოლის გამოსხივების წრფივი პოლარიზაციის ხარისხი მეტასტაბილური იონებისათვის O^+ (^2 P) მდგომარეობაში. დადგენილ იქნა, რომ გამოსხივების პოლარიზაციის ხარისხი იონებისათვის აღგზნებულ მდგომარეობაში მნიშვნელოვნად აღემატება პოლარიზაციის ხარისხს მეტასტაბილურ მდგომარეობაში. მაშინ როცა (0,0) ზოლის გამოსხივების კვეთის სიდიდე მეტასტაბილებისათვის დაბალ ენერგეტიკულ არეში ორი რიგით აღემატება კვეთის სიდიდეს იონებისათვის ძირითად მდგომარეობაში.


მიმაგრებული ფაილები:

გამოსხივების კვეთის განსაზღვრა O^+ იონების N_2 მოლეკულებთან დაჯახებისას, იონების 1-10კევ ენერგეტიკულ დიაპაზონში. [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com