ავტორიზაცია
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მდგრადი განვითარება
ავტორი: ანი ბირთველიშვილითანაავტორები: ანი ბირთველიშვილი
საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარება, რესურსი, პოტენციალი
ანოტაცია:
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მდგრადი განვითარება მომხსენებელი: ანი ბირთველიშვილი ხელმძღვანელი: პროფ. ნოდარ ელიზბარაშვილი ელ. ფოსტა: anibirtvelishvili@gmail.com გეოგრაფიის დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის გამზ. #3 ანოტაცია გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს და ოდითგანვე დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობა ანიჭებს, რაც უფრო ზრდის საქართველოს რეგიონების განვითარებას და გულისხმობს აქ არსებული შესაძლო გარემო ფაქტორების გამოყენებას ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის. სამეგრელო ზემო - სვანეთის რეგიონს გააჩნია მაღალი ბუნებრივი, სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული რესურსები,რომელთა სწორად გამოყენება, ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას. მოცემულ ნაშრომში განხილული იქნება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის არსებული რესურსები და პოტენციალი, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონი, რომელსაც გააჩნია შესაძლებლობები საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამასთანავე მოხდება რეგიონის ფაქტორული ანალიზი, რაც გამოკვეთავს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მდგრადი განვითარების პრობლემებს.