ავტორიზაცია
ახალი მონაცემები გოდერძის წყების ნამარხი ტყის პოსტვულკანური მინერალიზაციის შესახებ
ავტორი: მირიანი მაქაძესაკვანძო სიტყვები: გოდერძის უღელტეხილი, განამარხებული ხე, პოსტვულკანური მინერალიზაცია
ანოტაცია:
გოდერძის უღელტეხილის განამარხებული ტყე დიდი ხანია იპყრობს მკვლევართა ყურადღებას (შესწავლა იწყება ჯერ კიდევ 1800 იანი წლებიდან) მისი პალეობოტანიკური, პალეოკლიმატური, პალეოგეოგრაფიული მნიშვნელობის გამო. უამრავი კვლევაა ჩატარებული ნამარხი ფლორის განსაზღვრისთვის, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ კუთხითაც საკითხი ჯერ ბოლომდე არაა შესწავლილი, ამას მოწმობს ჩვენ მიერ ბოლო წლებში გოდერძის წყებისთვის ნამარხი ფლორის ახალი სახეობების აღმოჩენა (Makadze at Al. 2019) რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ გოდერძის ნამარხი ფლორა სუბტროპიკული ხასიათისაა. რაც შეეხება ნამარხი ფლორის (გაქვავებული ხეები) მინერალოგიურ კვლევას, ეს საკითხი მკლვევართა მიერ სათანადოდ არაა შესწავლილი. ჩვენ მიერ ჩატარებული საველე და ლაბორატორიული კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სწორედ ნამარხი ფლორის ამ კუთხით შესწავლაში მდგომარეობს. საველე პირობებში აღებული იქნა მდიდარი ქვიური მასალა, რომელიც შესწავლილი იქნა კვლევის სხვადასხვა უახლესი მეთოდების გამოყენებით (SEM, XRD, XRF) აგრეთვე გამოყენებული იქნა პოლარიზაციული მიკროსკოპი ნიმუშების გამჭვირვალე ანათალების შესწავლის მიზნით. აღნიშნული მეთოდებით ნიმუშების კვლევამ საშუალება მოგვცა დაგვედგინა ჰიდროთერმული მინერალიზაციის სტადიურობა და ხასიათი.
მიმაგრებული ფაილები:
NEW DATA ON THE POSTVOLCANIC MINERALIZATION OF THE GODERDZI SUITE PETRIFIED WOOD [en]ახალი მონაცემები გოდერძის წყების ნამარხი ტყის პოსტვულკანური მინერალიზაციის შესახებ [ka]