ავტორიზაცია
წონასწორული მდგომარეობები ასტროფიზიკური ობიექტების რელატივისტური გადაგავარებული და გადაუგვარებელი ცხელი პლაზმების ნარევში
ავტორი: ნანა შათაშვილითანაავტორები: ს.მ. მაჰაჯანი, ვ.ი. ბერეჟიანი
საკვანძო სიტყვები: კვაზი-წონასწორული ბელტრამი-ბერნულის მდგომარეობები; გადაგვარებული რელატივისტური გაზი; ენერგიის გარდაქ
ანოტაცია:
ნაჩვენებია, რომ მცირედი მინარევი რელატივისტურად ცხელი ელექტრონული კომპონენტისა ინდუცირებას უკეთებს ახალი მასშტაბის (სტრუქტურების ფორმირებისათვის) წარმოქნას იონი-გადაგვარებული ელექტრონული პლაზმის სისტემაში. მათემატიკურად დამატებითი მასშტაბის სიგრძე ზრდის კვაზი-წონასწორული ბელტრამი-ბერნულის მდგომარეობების ინდექსს, რაც საშუალებას იძლება ავაგოთ არაერთი ასტროფიზიკური სისტემის საინტერესო მოდელი. ელექტრონების 2 სხვადასხვა კომპონენტი, მათი რელატივისტური ეფექტური მასების სხვადასხვა ფიზიკური წარმოშობის/ბუნების გამო, იქცევიან როგორც ორი სხვადასხვა სითხური კომპონენტი (თითოეული თავისი შენახვადი სპირალობით) და ამდიდრებენ შესაძლო მიღწევადი კვაზი-წონასწორული სტრუქტურების არსებობის სურათს. განისაზღვრებიან რა სისტემის კონკრეტული პარამეტრების საშუალებით, ახალი მაკრო-მასშტაბური სიგრძეები (უფრო დიდი, ვიდრე მოკლე საკუთარი მაშტაბები (სკინ-სიღრმეები) და, ზოგადად, შესამჩნევად მოკლეები ვიდრე სისტემის ზომაა) აჩენენ ახალ არხებს ენერგიების ტრანსფორმაციებისათვის.
მიმაგრებული ფაილები:
On the Relaxed States in the mixture of relativistic degenerate and non-degenerate hot plasmas of astrophysical objects [en]წონასწორული მდგომარეობები ასტროფიზიკური ობიექტების რელატივისტური გადაგავარებული და გადაუგვარებელი ცხელი პლაზმების ნარევში [ka]