ka | en
Company Slogan TODO

დამუხტულ ნაწილაკთა წრიული ნაკადის შემთხვევაში 'დაგვიანების ფუნქციის’ გამოთვლის ანალიზური მეთოდი - განახლება

ავტორი: ეკატერინე დადიანი
საკვანძო სიტყვები: დაგვიანების ველი, წინააღმდეგობა, ISC, RW
ანოტაცია:

წარმოდგენილ კვლევაში განხილულია მაღალი ენერგიის დამუხტულ ნაწილაკთა ნაკადის მოძრაობა წრიულ უსასრულოდ გრძელ მილში, უსასრულოდ სქელი გამტარი კედლებით. ეს ნაწილაკები მოძრაობის დროს ელექტრომაგნიტურად ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და ირგვლის გარემოსთან. შედეგად წარმოიქმნება ელექტრომაგნიტური ველი, რომელსაც ვუწოდებთ 'დაგვიანების ველს', რომელიც თავის მხრივ უკან მოქმედებს დამუხტულ ნაკადზე და წარმოქმნის არამდგრადობებს. რაც უდიდესი მნიშვნელობის არის ისეთი დიდი ამაჩქარებლებისთვის როგორიცაა მაგალითად LHC. ნაპოვნია განტოლებები, რომლებიც აღწერს 'დაგვიანების ფუნქციებს' ანალიზურად. კონკრეტულად განხილულია გრძივი და განივი წინააღმდეგობისთვის მიახლოებითი ფორმულის შებრუნებული ფურიე გარდაქმნა. თითოეულ შემთხვევაში განხილულია როგორც 'ISC' (indirect space charge), ასევე 'RW' (resistive wall) ნაწილი. მიღებული შედეგები შედარებულია რიცხვით შედეგებთან, რომელიც მოცემულია კომპიუტერული ალგორითმით ImdepanceWake2D, რაც კარგ დამთხვევაშია ანალიზურად მიღებულ შედეგებთან.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com