ka | en
Company Slogan TODO

ელქტრომაგნიტური ხმაურის გაზომვა 455 kHz - 30 MHz სიხშირულ დიაპაზონში

ავტორი: გიორგი ლომიძე
თანაავტორები: გიორგი დოლიძე, გიორგი ლომიძე, ლევან გიორგობიანი
საკვანძო სიტყვები: ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ხმაური, სტანდარტი, ხელსაწყო
ანოტაცია:

ტექნოლოგიურ ეპოქაში ყველგან გვხვდება როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანის საქმიანობისგან წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური გამოსხივება. გარდა სასურველისა, რომელიც ატარებს საჭირო ინფორმაციას, არსებობს არასაჭირო ელექტრომაგნიტური გამოსხივება. გარემოში ხდება ამ ორი ტიპის ზედდება, ინტერფერენცია და წარმოიქმნება ელექტრომაგნიტური ხმაური. ხმაურები შემთხვევით სიგნალებია, რომლებიც არ არიან სასურველი ინფორმაციის მატარებლები. ინტერფერენციის თავიდან ასარიდებლად საჭირო გახდა ელექტრომაგნიტური თავსებადობის პრობლემის გადაჭრა, რათა გარემოში სხვადასხვა ელექტრულ მოწყობილობებს ფუნქციონირებისას ერთმანეთზე მავნე ზემოქმედება არ ჰქონდეთ. მრავალ წამყავნ ქვეყანას აქვს სტანდარტები და სხვადასხვა რეგულაციები შემუშავებული ელექტრომაგნიტური გამოსხივების დასაშვებ სიდიდეებთან დაკავშირებით. მაგალითად: შეერთებულ შტატებში კომუნიკაციების ფედერალური კომისია (FCC) არეგულირებს ელექტრომაგნიტური გამოსხივების ყველა კომერციულ წყაროს. ჩვენ მიერ შექმნილი მოწყობილობა დააფიქსირებს FCC სტანდარტის B კლასის ხმაურებს გარემოში, რაც გულისხმობს ელექტრომაგნიტური ხმაურის გაზომვას 455 KHz- დან 30 MHz - მდე. პირველ ეტაპზე, მიზანია დავადგინოთ თსუ-ის საუნივერსიტეტო გარემოს FCC სტანდარტებთან შესაბამისობა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com