ავტორიზაცია
საქართველოს მთიანი რეგიონების სივრცითი მოწყობის გეოგრაფიული ასპექტები (მესტიისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საქმის შესწავლა
ავტორი: თამარი ოდილავაძესაკვანძო სიტყვები: მიწის მართვა, მდგრადი ლანდშაფტი, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარება.
ანოტაცია:
სივრცითი მოწყობა – ტერიტორიების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და იურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები და პროცესები.საქართველოში სივრცითი მოწყობის და ქალაქთმშენებლობის შესახებ კანონი ადგენს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საგანს,პრინციპებს,პრიორიტებებს,მიზნებსა და ამოცანებს.სივრცითი მოწყობის დოკუმენტი არის სივრცითი პასუხი მუნიციპალიტეტების განვითარების კონტექსტზე,მის საჭიროებებსა და განვითარების ხედვაზე.ეს არის მიწის მართვის ხელსაწყო ,რომელიც განსაზღვრას სტრატეგიულ გადაწყვეტილებებსა და ინტერვენციებს მუნიციპალიტეტების სამომავლო მდგრადი განვითარებისთვის და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტების მართვაში მიწის გამოყენების,განვითარების და დაგეგმარების კუთხით.ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი,რომელიც ეყრდნობა ეროვნული და რეგიონული განვითარების გეგმებსა და პრიორიტებებს.ამ ნაშრომში განხილული იქნება საქართველოს ცალკეული ტერიტორიების ,კერძოდ ,მესტიისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლების, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარება და მათი მოწყობის პრინციპები და მეთოდები.არსებული სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმები გულისხმობს რეგიონალური და ეროვნული ეკონომიკის სექტორების სხვადასხვა მიდგომებს შორის საერთო და მდგრადი წონასწორობის პოვნის შესაძლებლობას,მესტიისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში არსებული თემებისა და მასში შემავალი თითოეული სოფლის სივრცეების რაციონალურ დაგეგმვას და გამოყენებას, კულტურული ლანდშაფტის მდგრადი და დაცული განვითარების მიზნით.
მიმაგრებული ფაილები:
Geographical aspects of spacial arrangement of Mountainous regions of Georgia (Mestia and Akhmeta Municipalities Case Study) [en]საქართველოს მთიანი რეგიონების სივრცითი მოწყობის გეოგრაფიული ასპექტები (მესტიისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საქმის შესწავლა [ka]