ავტორიზაცია
ზრდასრული თაგვების ძვლის ტვინიდან ზრდის შემაკავებელი თერმოსტაბილური ცილების კომპლექსის გამოყოფა და შედარებითი შესწავლა
ავტორი: ელენე თავდიშვილითანაავტორები: ნინო მაზიაშვილი, ეკატერინე ბაკურაძე, ირინა მოდებაძე, ლევან რუსიშვილი, ნინო ბედინეიშვილი, დიანა ძიძიგური
საკვანძო სიტყვები: თეთრი თაგვები, ძვლის ტვინი, ზრდის ფაქტორი, მიტოზური ინდექსი
ანოტაცია:
ორგანიზმების ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი პროცესები, როგორებიცაა: უჯრედების პროლიფერაცია, დიფერენცირება და სხვა, განვითარების როგორც პრე, ასევე, პოსტნატალურ პერიოდში ბუნებრივი ნაერთებით, ე.წ. ზრდის ფაქტორებით რეგულირდება. ასეთი ენდოგენური ზრდის შემაკავებელი ფაქტორის შემცველი თერმოსტაბილური ცილების კომპლექსის (თცკ) გამოყოფილი და ნაწილობრივ დახასიათებულია ზრდასრული ვირთაგვას სხვადასხვა, მათ შორის, თავის ტვინის ქსოვილიდან. ნაჩვენებია, რომ: ცილოვანი კომპლექსი ტრანსკრიპციის პროცესის დათრგუნვის გზით ჰომოლოგიური უჯრედების გამრავლების ინჰიბირებას იწვევს, არ ახასიათებს სახეობრივი სპეციფიკურობა, მაგრამ გააჩნია ქსოვილსპეციფიკურობა, რომელიც ვლინდება მხოლოდ ტერმინალურად დიფერენცირებულ უჯრედებთან მიმართებაში. ამავე დროს, როგორც მოზარდ, ასევე, ზრდასრულ ცხოველებში თავის ტვინის თცკ არ ახდენს გავლენას ძვლის ტვინის პროლიფერაციულ აქტიურობაზე.
მიმაგრებული ფაილები:
The Isolation and Comparative Study of Mice Bone Marrow Growth-Inhibiting Thermo-Stable Protein Complex [en]ზრდასრული თაგვების ძვლის ტვინიდან ზრდის შემაკავებელი თერმოსტაბილური ცილების კომპლექსის გამოყოფა და შედარებითი შესწავლა [ka]