ka | en
ავტორიზაცია
N,N’-ბის-(4-ქლორთიაზოლ-2-ილ)-ნაფტალინ-1,3-დიამინის სინთეზი და კვლევა
ავტორი: ელენე კაცაძეთანაავტორები: თ.იაშვილი, შ.სამსონია
საკვანძო სიტყვები: ნაფტალინები, თიოშარდოვანა, ანიონური რეცეპტორები
ანოტაცია:
N-არილ-N-ბენზოთიოშარდოვანებს მაღალი ბიოლოგიური აქტიურობის გამო ფართოდ იყენებენ მეცნიერების და ტექნიკის მრავალ დარგში. კერძოდ, სოფლის მეურნეობაში იყენებენ როგორც მცენარეთა ზრდის სტიმულატორებს, ჰერბიციდებს, პესტიციდებს, ინსექტიციდებს. მათ აღმოაჩნდათ აგრეთვე ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული აქტიობა. გარდა ამისა, მოლეკულაში დონორული ჯგუფების არსებობის გამო, იყენებენ როგორც ანიონურ რეცეპტორებს. ჩვენს მიერ სინთეზირებულია N,N’-ბის(თიაზოლ-4-ონ-2-ილ)-ნაფტალინ-1,3-დიამინი შემდეგი სქემის მიხედვით: სქემა დადგენილი და შესწავლილია რეაქციის ოპტიმალური პირობები, შუალედური და საბოლოო პროდუქტების სტრუქტურა.