ka | en
ავტორიზაცია
ელექტრომაგნიტური სენსორებით მიწის ზედაპირს ქვეშ ობიექტების დეტექტირების მოდელირება
ავტორი: დავით კაკულიათანაავტორები: გიორგი ღვედაშვილი, ლევან შოშიაშვილი
საკვანძო სიტყვები: პლასტიკრი ნაღმები, დამხმარე გამომსხივებლების მეთოდი
ანოტაცია:
ელექტრომაგნიტური სენსორებით პლასტიკური ნაღმების დეტექტირების შესაძლებლობების შესწავლის მიზნით[1,2], განხილულია ნიადაგში სფერულ სიღრუესა და ელექტრომაგნიტურ სისტემას შორის ურთიერთქმედება. რიცხვითი ექსპერიმენტების ჩასატარებლად გამოყენებულია მოდელი, დამყარებული დამხმარე გამომსხივებლების მეთოდზე. ელექტრომაგნიტური სისტემა განლაგებულია თავისუფალი გარემოს ნახევარ სივრცეში, სფერული სიღრუე განლაგებულია ნიადაგის ელექტრომაგნიტური პარამეტრების მქონე გარემოში, სხვადასხვა გეომეტრიული და ფიზიკური პარამეტრების მნიშვნელობებისათვის რიცხვითი ექსპერიმენტებით გამოკვლეული იყო სიღრუის ელექტრომაგნიტური გამოძახილი ფართო სიხშირულ არეში.
მიმაგრებული ფაილები:
Modeling subsurface object detection by electromagnetic sensors [en]ელექტრომაგნიტური სენსორებით მიწის ზედაპირს ქვეშ ობიექტების დეტექტირების მოდელირება [ka]