ავტორიზაცია
სივრცე-დროითი სინთეზის კარტოგრაფიული ფორმა და მისი თვისებები
ავტორი: თენგიზი გორდეზიანითანაავტორები: თენგიზ გორდეზიანი
საკვანძო სიტყვები: სინთეზი, სივრცის მასშტაბი, შინაარსის მასშტაბი, დომინანტური სტექსი
ანოტაცია:
კარტოგრაფირებადი მოვლენის დროში ცვალებადობის ასახვა კარტოგრაფიის კვლევის საგნის პირდაპირ და უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. ეს მას შემდეგაა განსაკუთრებით აქტუალური, რაც კარტოგრაფირების პროცესში ჩაერთო მეოთხე განზომილება - დრო. კონკრეტული სივრცისა და მასში კოდირებული განსაზღვრული შინაარსის სინთეზი ხორციელდება ერთი და იგივე მასშტაბის ე.წ. კომპონენტური რუკების მონაწილეობით, რის შედეგადაც ვღებულობთ ერთ, რთული შინაარსის მქონე რუკას. ეს კარტოგრაფიული სინთეზის პირველი საფეხურია, რომელიც დროში სტატიკური რუკების საფუძველზე ხორციელდება და მიღებული შედეგიც რთული შინაარსის, მაგრამ ასევე, დროში სტატიკური რუკაა. ეს პროცესი უფრო რთულად მიმდინარეობს და ლოგიკურად გრძელდება სხვადასხვა დროის, მაგრამ ერთი და იმავე შინაარსისა და მასშტაბის რუკების სინთეზირების შედეგად. ამ შემთხვევაში უკვე საქმე გვაქვს ე.წ. ოთხგანზომილებიან (დროში) სინთეზთან. ეს პროცესი უფრო შედეგიანად „მუშაობს“ მაშინ, როდესაც დროში სინთეზირებად რუკებზე ასახულია სივრცობრივად კონტინუალური მოვლენა. სივრცე-დროითი სინთეზის პროცესში სხვადასხვა დროის რუკების მონაწილეობისას შეიძლება განვიხილოთ ორი მომენტი: ა) როდესაც უცვლელია სივრცე-დროითი სინთეზის პროცესში მონაწილე რუკების სივრცის მასშტაბი. ასეთ შემთხვევაში სინთეზის პროცესის განხორციელების შედეგად მიღებული კარტოგრაფიული მოდელის ინფორმაციატევადობა. უცვლელია. ბ) მეორე მიდგომა უკავშირდება სივრცის მასშტაბის გაზრდას დროის იგივე მომენტისათვის, ხოლო კარტოგრაფირებადი დრო იგივე რჩება. სივრცე-დროითი სინთეზის ფუნქციონირების ასეთ შემთხვევას კი მივყავართ სინთეზის შედეგის ინფორმაციატევადობის ინფორმაციატევადობის შეცვლამდე. მოვლენის დინამიზმის ჩვენებისას, იგი ეფუძნება ე.წ. ფონურ კომპონენტურ მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც შესაძლებლობა გვეძლევა დავახასიათოთ ლანდშაფტთა ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტები წლიურ ციკლში. ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების (ბტკ) მდგომარეობათა კარტოგრაფირების პროცესში ფონურ მახასიათებლად გვევლინება ე.წ. დომინანტური სტექსები (ბტკ-ის დღე-ღამური მდგომარეობები). საბოლოოდ შეიძლება ჩამოვაყალიბოთ სივრცე-დროითი სინთეზის კარტოგრაფიული ფორმის დეფინიცია - სივრცე-დროითი სინთეზის კარტოგრაფიული ფორმა, სინთეზის ასეთი ფორმაა, რომლის დროსაც ხორციელდება გადასვლა რუკათა დიდი სიმრავლიდან მათ მცირე რაოდენობაზე, კარტოგრაფირებადი სივრცე-დროისა და იმ რუკათა სივრცისა და შინაარსის მასშტაბთა შეცვლის გარეშე, რომლების მონაწილეობენ სინთეზის პროცესში, სივრცე-დროითი მოდელის პირველადი ინფორმაციის დანაკარგის გარეშე.
მიმაგრებული ფაილები:
The cartographic form of space-time synthesis and its features [en]სივრცე-დროითი სინთეზის კარტოგრაფიული ფორმა და მისი თვისებები [ka]