ka | en
Company Slogan TODO

ინოვაციური იდეების შეფასება TOPSIS მეთოდის ბაზაზე - „გეო იდეამეტრიკაში“ მრავალკრიტერიუმიანი ექსპერტული შეფასებათა სისტემა

ავტორი: ჯულიეტა Gagloshvili
საკვანძო სიტყვები: იდეამეტრიკა, TOPSIS, ინოვაციური იდეების რანჟირება
ანოტაცია:

TOPSIS მეთოდის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყველაზე სასურველი ალტერნატივა არა მხოლოდ ახლოს უნდა იდგას იდეალურ გადაწყვეტასთან, არამედ სხვა ალტერნატივებთან შედარებით მიუღებელ გადაწყვეტილებებთან დაშორებული უნდა იყოს ყველაზე მეტად. აქ ყველაზე საუკეთესო (ოპტიმალური) ამოხსნა წარმოადგენს ვექტორს, რომელსაც გააჩნია მაქსიმალური მნიშვნელობები თითოეული მახასითებლის მიხედვით სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ხოლო მიუღებელი (ყველაზე ცუდი) ამოხსნა არის ვექტორი, რომელსაც გააჩნია მინიმალური მნიშვნელობები თითოეული მახასიათებლისთვის. როგორც TOPSIS მეთოდის არსიდან გამომდინარეობს, ამ უკანასკნელის გამოყენებით საკმაოდ ეფექტურად არის შესაძლებელი არამკაფიო მრავალკრიტერიუმიანი ამოცანების გადაჭრა, რომლებიც წარმოადგენენ გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერის მათემატიკურ საფუძველს, ინოვაციური იდეების მართვის სიტემის ამოცანებში. გადაწყვეტილებათა მიღების თეორიაში მრავალკრიტერიულ ოპტიმიზაციაში იგულისხმება საუკეთესო გადაწყვეტილების არჩევა შესაძლო ალტერნატივებს შორის.


მიმაგრებული ფაილები:

Multi- Criteria Expert Assessment System Of Innovative Ideas On The Basis Of TOPSIS [en]
ინოვაციური იდეების შეფასება TOPSIS მეთოდის ბაზაზე - „გეო იდეამეტრიკაში“ მრავალკრიტერიუმიანი ექსპერტული შეფასებათა სისტემა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com