ავტორიზაცია
დედების მზრუნველობა
ავტორი: ნინო ნიკოლაიშვილითანაავტორები: ნიკა ქვათაძე
საკვანძო სიტყვები: დედები, შვილები, პრობლემები, აღზრდა, მოვლა, კითხვები
ანოტაცია:
აპლიკაციის მთავარი თემა მშობლები და შვილებია, უფრო მეტად გამოუცდელი, ახალგაზრდა დედები და მათი პრობლემები ბავშვის გაზრდა/აღზრდა/მოვლასთან დაკავშირებით. მშობლები თვლიან, რომ თავად უკეთ იციან რა არის შვილისთვის კარგი, თუმცა სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში აღზრდისას ისინი ბევრ შეცდომას უშვებენ, შესაბამისად მათთვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ბავშვის აღზრდისა და მოვლის პროცესში რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვან. ასეთ შეცდომებს უმეტესად ახალბედა მშობლები უშვებენ, რომელთაც უამრავი კითხვა აქვთ და შედარებით ნაკლები პასუხები. მოტივაცია - ასეთი ადამიანების შეძლებისდაგვარად დახმარებაა. მათი ამ და სხვა პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიება კი ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია - მათ შეძლებისდაგვარად გავუმარტივოთ აღწერილი პროცესი მოცემულ მომენტში საჭირო და სათანადო ინფორმაციის მოძიებით. აპლიკაციით ასეთ დედებს შესაძლებლობა მიეცემათ ესაუბრონ გამოცდილ, კომპეტენტურ დედებს და რჩევები კითხონ მათ. გამოცდილების გაზიარების გარდა, ისინი მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მოძიებასაც შეძლებენ და არა მხოლოდ. მოსალოდნელი შედეგების ობიექტური შეფასებაც სწორედ აპლიკაციის ფუნქციონალსა და შინაარსობრივ კონტექსტს ეხმიანება.