ავტორიზაცია
განზოგადებული სასრული ვარიაციის ფუნქციათა სივრცეების შესახებ
ავტორი: ანი ოზბეთელაშვილითანაავტორები: ანი ოზბეთელაშვილი
საკვანძო სიტყვები: განზოგადებული სასრული ვარიაციის ფუნქციები, ცვლადმაჩვენებლიანი ვარიაცია
ანოტაცია:
ნაშრომი კვლევითი ხასიათისაა და მასში შემოღებულია ვინერის აზრით სასრული ვარია- ციის ფუნქციათა კლასის განზოდაგება, როდესაც ექსპონენტა არამუდმივი ფუნქციაა. ნაჩვენებია, რომ აღნიშნული კლასის განსაზღვრა ხერხდება მაშინაც კი, როდესაც ექსპო- ნენტა არსებითად შემოუსაზღვრელი ფუნქციაა, განსხვავებით კასტილოს, მორიენტესისა და რაფიეროს შემოღებული ანალოგიური კლასისგან ცვლადი მაჩვენებლით, რომელიც განისა- ზღვრება, მხოლოდ შემოსაზღვრული ექსპონენტებისთვის. აგრეთვე ნაჩვენებია, რომ ახალი კლასი სიმრავლურად უფრო მცირე არ არის კასტილოს, მორიენტესისა და რაფიეროს კლასზე, ამასთან აგებულია შემოსაზღვრული ექსპონენტა, რომლისთვისაც კასტილოს მორიენტესისა და რაფიეროს კლასი საკუთრივი ქვესიმრავლეა ახლად განსაზღვრული ფუნქციათა კლასის. ნაჩვენებია, რომ აღნიშნული კლასი არ წარმოადგენს ბანახის ფუნქციურ სივრცეს ბენეტისა და შარპლის აზრით. აგრეთვე დადგენილია ახალი შემოღებული კლასის ზოგიერთი საინტერე- სო თვისება.
მიმაგრებული ფაილები:
განზოგადებული სასრული ვარიაციის ფუნქციათა სივრცეების შესახებ [ka]