ka | en
Company Slogan TODO

ასპინძა-ადიგენის (მესხეთი) გალწარმომქმნელ უხერხემლო ცხოველთა ზოგიერთი ჯგუფი: ტაქსონომია, ეკოლოგია

ავტორი: თამარ ნოზაძე
ანოტაცია:

პათოლოგიური გამონაზარდი მცენარეთა სხვადასხვა ორგანოზე, უწინარესად საასიმილაციო ორგანოებზე, რომელიც ვითარდება პარაზიტულ ორგანიზმთა მოქმედების შესაბამისად, მეცნიერულად შეფასებულია, როგორც გალი. თავად გალწარმომქმნელი ორგანიზმები ტაქსონომიური მრავალფეროვნებით ხასიათდებიან. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს მწერების, ნემატოდების, სოკოებისა ან ბაქტერიების მიერ, მაგრამ მწერთა მიერ გამოწვეული გალები ყველაზე მრავალფეროვანია. გალის ფორმირების უნარი წარმოადგენს მნიშვნელოვან და გავრცელებულ ქცევას, ცხოვრების წესს მწერებს შორის. გალის წარმოქმნის უნარი კოაქციის-ორი ორგანიზმის ურთიერთქმედების აუცილებელი ფორმაა. იგი გენეტიკურად დამემკვიდრდა და ევოლუციურად ფართო ხასიათი მიიღო. მცენარესა და გალწარმომქმნელ მწერების შორის მსგავსი ურთიერთობის გამო მოსალოდნელია კოევოლუცია, როდესაც გალწარმომქმნელ ცხოველურ ორგანიზმსა და მცენარეს შორის სათანადო ურთიერთქმედება დეტერმინირებულია ევოლუციურად. აღნიშნულზე მეტყველებს შემდეგი ფაქტი: დღეს აღწერილია გალწარმომქმნელ მწერთა 133 000 სახეობა. გალები მწერებისათვის ერთი მხრივ თავშესაფარს–მიკროჰაბიტატს, ხოლო მეორე მხრივ– საკვების წყაროს წარმოადგენს. მათი წარმოქმნა ლარვების მიერ ხდება პირის აპარატითა და სანერწყვე ჯირკვლებიდან გამოყოფილი მცენარეთა ქსოვილების ქიმიური სტიმულაციით. ამის შემდეგ ლარვა გალის შიგნით ვითარდება სრულ მეტამორფოზამდე– იმაგომდე (ზრდასრული ფორმა). გალწარმომქმნელი ორგანიზმები რამდენიმე გზით იყენებენ მცენარის საპასუხო რეაქციის შედეგად პროდუცირებულ გალს: 1) მიკრო-საცხოვრებელ გარემოდ ანუ ოიკოსად, 2) საკვებად, 3) გასამრავლებლად. გალში ორგანიზმები იზოლირებულნი და დაცულნი არიან გარემოს მავნე აბიოტური თუ ბიოტური ფაქტორებისაგან. ორგანიზმთა ერთი ჯგუფის მიერ პროდუცირებული დახურული გალები ასევე წარმოადგენენ საცხოვრებელს-ოიკოსს სხვა, გალწარმომქმნელი თანამოსახლე (მდგმურ) ორგანიზმებისათვის, ინკვილინებისა და პარაზიტოიდებისათვის. ინკვილინიზმი შეიძლება შედარდეს ნიადაგში სოროს წარმომქმნელ ცხოველებს. მათ გააჩნიათ არაერთი მდგმური(კომენსალი) ორგანიზმი ცოცხალ ორგანიზმთა სხვადასხვა დონეზე(პროკარიოტები, ეუკარიოტები, მათ შორის ერთჯურედიანები და მრავალუჯრედიანები). • კონკრეტულად ჩვენი კვლევის ობიექტს წარმოადგენს მწერების ზეკლასი (Arthropoda:Hexapoda:Insecta). მწერების 5 რიგს აქვს განვითარებული გალების წარმოქმნის უნარი. ამ მწერებში მოისაზრება ისეთი რიგის წარმომადგენლები როგორებიცაა: ხოჭოები (Coleoptera), ქერცლფრთიანები (Lepidoptera), ორფრთიანები (Diptera), სიფრიფანაფრთიანებიდან (Hymenoptera) მეკაკლურების ოჯახი (Cynipidae), ნახევრადხეშეშფრთიანებიდან (Hemiptera) ფსილიდების ოჯახი (Psylloidae). • ჩვენს მიერ შესწავლილია ასპინძა–ადიგენის (მესხეთის) გალწარმომქმნელ უხერხემლო ცხოველთა ზოგიერთი ჯგუფის ტაქსონომია და ეკოლოგია. ნაშრომში მოცემულია მესხეთის ბუნებრივი პირობების, ფლორისა და მცენარეულობის, ამ რეგიონში ამ რეგიონში არსებული გალწარმომქმნელი მწერების ზოგიერთი ჯგუფი. შესადარებელი მასალები აღებულია როგორც სუბარიდულ და არიდულ, ასევე ჰუმიდურ რაიონებში. • ნაშრომის ძირითადი ნაწილი ეხება მესხეთის ქვაბულში არსებულ მცენარეულობაზე უხერხემლო გალწარმომქმნელ ორგანიზმებს და მათ შედარებით ანალიზს სხვა რეგიონის გალწარმომქმნელებთან.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com