ka | en
Company Slogan TODO

წრფივი ადვექციის განტოლების შეუღლებულის ამოხსნა ICON მოდელში

ავტორი: თამარი ჯანელიძე
საკვანძო სიტყვები: ასიმილაცია, ადვექცია, შეუღლებული
ანოტაცია:

ოთხ განზომილებიანი ვარიაციული მონაცემთა ასიმილაცია წარმოადგენს მოწინავე და თანამედროვე მეთოდს ატმოსფერული სისტემის ანალიზისთვის. ამ მიდგომაში რიცხვითი მეთოდების თვალსაზრისით გამოწვევას წარმოადგენს შეუღლებული მოდელის შემუშავება და შემდეგ მისი გამოყენება ასიმილაციის პროცესში. ატმოსფეროში, სითხის დინამიკაში სხვადასხვა ტრასერის გადატანისას მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადვექციის სქემების სიზუსტე. მაღალი რიგის სქემების გამოყენება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დროით-სივრცით ვარიაციულ მონაცემთა ასიმილაციაში შეუღლებული მოდელის კომპონენტით. ნაშრომში წარმოდგენილია შეუღლებული მოდელის აგების ორი განსხვავებული მეთოდი გერმანული ამინდის სამსახურის ICON მოდელში წრფივი ადვექციის განტოლების ამოსახსნელად გამოყენებული რიცხვითი მეთოდისთვის. მეთოდები შედარებულია სხვადასხვა ადექციის ტესტურ ამოცანებზე და მონაცემთა ასიმილაციის ექსპერიმენტების ფარგლებში.


მიმაგრებული ფაილები:

წრფივი ადვექციის განტოლების შეუღლებულის ამოხსნა ICON მოდელში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com