ავტორიზაცია
პიროვნების ტემპერამენტისა და ხასიათის ტიპის გამომცნობი სისტემის აგება კერსის ტემპერამენტის დამხარისხებელისა და ფაზი-ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძველზე.
ავტორი: თეიმურაზი მანჯაფარაშვილისაკვანძო სიტყვები: პიროვნების ტემპერამენტი, გამომცნობი სისტემა, ელექტრონული სწავლება, ფაზი-ტექნოლოგიები
ანოტაცია:
ანოტაცია თანამედროვე ინფორმაციულმა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა ძალიან სწრაფად დრამატულად შეცვალა ცოდნის გავრცელების პროცესი. e-სწავლების სისტემების პოპულარობა დღითიდღე იზრდება და სულ უფრო მეტი მკვლევარი ამახვილებს ყურადღებას მათი დროისა და ფინანსური რესურსების დამზოგავ ეფექტურობაზე. ამის მისაღწევად კი საჭიროა თრეინინგის/წვრთნის სცენარის მორგება თითოეულ მოსწავლე-სტაჟიორზე. საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ერთ-ერთი ამოცანაა თრეინინგის პროცესის ინტენსიფიკაცია, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული ინსტრუმენტების (ICTE-ის) სხვადასხვა და წარმატებული ინსტრუმენტების გამოყენებით. დღეისათვის ხდება საკლასო ოთახში ტრადიციული სწავლის პროცესის გადასვლა ონლაინ თრეინინგსა და კონსულტაციაზე. თუმცა ხშირად არ ექცევა ყურადღება იმას, რომ ადამიანებს ინფორმაციის სხვადასხვა აღქმა გააჩნიათ. ეს განსხვავება არა მარტო ვიზუალური ან სმენითია, არამედ უკავშირდება აგრეთვე სასწავლო ნივთების ფერსა და პრეზენტაციის სიჩქარეს. თრეინინგის სისტემამ უნდა გაითვალიწინოს მოსწავლის - სტაჟიორის ტემპერამენტისა და ხასიათის ტიპი. აპლიკანტის ტემპერამენტის ტიპის შესაცნობად ტრადიციულად გამოიყენება ტესტირება. ტრადიციული ტესტებიდან - კითხვარებიდან ცალკე არსებობს სხვა ტიპის ტესტები: ხატვის, ფერების, გეომეტრიული ფიგურების, სურათების, კარტის თამაშის, რიცხვების, სცენარის, ხელნაწერის ანალიზის, ხაზვის და სხვა ტესტები. ასეთი სახის ტესტების განსაკუთრებული უპირატესობაა ის, რომ ისინი უფრო ქვეცნობიერებაში მიმდინარე პროცესებს ეყრდნობა და ამიტომ უფრო თავისუფალია მანიპულირებისაგან, თანაც მნიშვნელოვნად ნაკლებ დროს მოითხოვენ და განწყობაზეც ნაკლებად არიან დამოკიდებული. ჩვენი ამოცანა იყო რამოდენიმე ასეთი სხვა ტიპის ტესტის კომბინაციით და სუბიექტური ინფორმაციის წარმოდგენისა და დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეგვექმნა მოკლე, სწრაფი და მანიპულირების შესაძლებლობებიდან თავისუფალი ტესტი–პროგრამა, რომელიც მოგვცემდა საშუალებას დაგვედგინა აპლიკანტის ტემპერამენტისა და ხასიათის ტიპი ელექტრონული სწავლების საჭიროებისათვის. ლიტერატურა: [1] Jung typology test types by Myers Briggs, http://similarminds.com/personality_tests.html [2] I. Lauberte, E. Ginters, Agent-based simulationuse in applicant’s character recognition, Annual Proceedings of Vidzeme University of Applied Sciences „ICTE in Regional Development”,Valmiera: Vidzeme University of Applied Sciences, Socio technical systems engineering institute, 2008, pp. 58-64. [3] E. Ginters, I. Sakne, I. Lauberte, A. Aizstrauts, G. Dreija, R.M.A. Chinea, Y. Merkuryev, L. Novitsky, J. Grundspenkis, Simulation highway – direct access intelligent cloud simulator, Proceedings of 23th Europen Modelling & Simulation Symposium (EMSS2011), Rome, Italy, 2011, pp. 62-72. [4] A. Cirulis, E. Ginters, Training scenario operations realization in virtual reality environment, Proceedings of the 13th WSEAS International Conference on automatic control, modelling & simulation (ACMOS 11), Lanzarote, Spain, 2011, pp. 39-45. [5] Overview of Keirsey’s Four Temperaments. http://www.keirsey.com/synergyleaders/overview_all.aspx Accessed 18.11.2011. [6] I. Lauberte, E. Ginters, A. Cirulis, Agent-based simulation use in multi-step training systems based on applicant’s character recognition, Proceedings of 13th East-European Conference on Advances in databases and information systems, Riga, 2010, pp. 16-22. [7] Macal C.M., North M.J, Agent-based modeling and simulation: desktop ABMS, Proceedings of the 2007 Winter Simulation Conference,Washington, DC, 2007, pp. 95-106. [8] A. Silins, E. Ginters, D. Aizstrauta, Easy communication environment for distributed simulation, World Scientific Proceedings Series on Computer Engineering and Information Science 3 “Computational Intelligence in Business and Economics Proceedings of the MS`10 International Conference, Barcelona, Spain, 2010, pp. 91-98. [9] A. Aizstrauts, E. Ginters, D. Aizstrauta, Easy communication approach for data exchange in distributed simulation environment ,Proceedings of the 13th WSEAS International Conference on automatic control, modelling & simulation (ACMOS 11), Lanzarote, CanaryIslands, Spain, 2011, pp. 34-39. [10] R. jon Religa, Temperament colors system, http://www.jedigirl.com/www/personality_type/temperament/index.html.
მიმაგრებული ფაილები:
მოხსენების პრეზენტაცია [ka]Creating the identification system of person's temperaments and personality type on the basis of Kersi's temperament sorter and fuzzy information technology. [en]
პიროვნების ტემპერამენტისა და ხასიათის ტიპის გამომცნობი სისტემის აგება კერსის ტემპერამენტის დამხარისხებელისა და ფაზი-ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძველზე. [ka]