ka | en
Company Slogan TODO

კობალტის მიკრო და ნანოძაფებში დომენური კედლების პინინგის და მობილურობის შესწავლა ბირთვული სპინ-ექო მეთოდით

ავტორი: ცისანა გავაშელი
თანაავტორები: გ.ღვედაშვილი, გ.მამნიაშვილი, ზ. შერმადინი
საკვანძო სიტყვები: მიკროძაფები, ნანოძაფები, კობალტი, ბმრ, მაგნიტური ვიდეოიმპულსი, დომენური კედლები, ძვრადობა, პინინგი
ანოტაცია:

შესწავლილია ელექტრონულ სხივური ტექნოლოგიის გამოყენებით სინთეზირებული მაგნიტური კობალტის მიკრო და ნანოძაფებში 59Co ბირთვების დომენური კედლების დინამიკა ბირთვული მაგნიტური სპინ-ექო მეთოდით. გამოკვლეულია FCC ფაზის 59Co ბირთვები დამატებითი მაგნიტური ვიდეო პულსის გავლენის ქვეშ. გადაღებულია ექო სიგნალის ინტენსივობის დამოკიდებულება მაგნიტური ვიდეოიმპულსის ამპლიტუდაზე, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს მაგნიტური კობალტის მიკრო და ნანოძაფებში დომენის კედლების პინინგი და მობილურობა, განისაზღვროს ანიზოტროპია ნიმუშის ბრუნვის დროს. მაგნიტური ნუმუშები შეიცავს განივად პოლარიზებულ მაგნიტურ ნანო მავთულებს, რაც იძლევა ნიმუშში მოძრავი დომენური კედლის შესაძლო ტიპის დადგენის საშუალებას.


მიმაგრებული ფაილები:

Investigation of the pinning and mobility of domain walls in cobalt micro- and nanowires by the nuclear spin echo method [en]
კობალტის მიკრო და ნანოძაფებში დომენური კედლების პინინგის და მობილურობის შესწავლა ბირთვული სპინ-ექო მეთოდით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com