ავტორიზაცია
ქოლცენტრი
ავტორი: დავითი ჩხეიძეთანაავტორები: დავით ანთაძე, დემეტრე ხუხუნაიშვილი
საკვანძო სიტყვები: ზარების მონიტორინგი, ქოლცენტრის მენეჯმენტი, ზარების სტატისტიკა, ხარისხის კონტროლი
ანოტაცია:
სატელეფონო ზარი დღესდღეისობით ყველაზე პოპულარული კომუნიკაციის მეთოდია ასე რომ ნებისმიერ კომპანიაში ქოლცენტრი დიდ როლსასრულებს კლიენტებთან ურთიერთობაში. ქოლცენტრის ზრდასთან ერთად რთულდება მისი მართვა, მენეჯერებს არ შეუძლიათ სათითაოდ აკონტროლონ ყველა ოპერატორის მუშაობის ხარისხი, რის გამოც მომსახურების ხარისხი ეცემა, რჩება გამოტოვებული ზარები, უპასუხოდ დარჩენილი კლიენტები და ა.შ. არსებობს სხვადასხვა მრავალფუნქციური პროგრამები, რომლებიც იძლევა თანამშრომლების მონიტორინგის საშუალებას, თუმცა ისინი არ არიან მორგებული კონკრეტულად ქოლცენტრის მოდელს, რის გამოც ისინი ვერ აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას. ასევე, მათში უმეტეს შემთხვევაში რთულია ფუნქციონალის ჩამატება. ჩვენი აპლიკაცია შექმნილია რომ გადაჭრას ეს პრობლემები, გაუმარტივოს ოპერატორებს მუშაობა და მენეჯერებს კონტროლი.
მიმაგრებული ფაილები:
პრეზენტაცია [ka]